19 მაისი 2024,   03:28
ვრცლად
მამარდაშვილი, ლოჩოშვილი, მიქაუტაძე, დავითაშვილი- ქართული ფეხბურთის ახალი სიცოცხლე და ქართველი გულშემატკივრები გამარჯვების მოლოდინში 

ქართული ფეხბურთის ახალი სიცოცხლე- ახალგაზრდა ფეხბურთელებმა, მიღწეული შედეგებით და გამორჩეული თამაშით ქართული ფეხბურთი რუკაზე დააბრუნეს, მათ ათწლეულების შემდეგ გულშემატკივარს იმედი გაუჩინეს და ფეხბურთი თავიდან შეაყვარეს.

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა თავდადებითა და მონდომებით სასწაული მოახდინა და ისტორიულ წარმატებას მიაღწია. გუშინ, ბორის პაიჭაძის ეროვნულმა სტადიონმა უმნიშვნელოვანეს მატჩს უმასპინძლა.

საქართველო ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მეოთხედფინალში ისრაელს შეხვდა. ძალიან დაძაბული თამაშის შემდეგ, მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. ამიტომ თამაშის ბედი პენალტების სერიამ გადაწყვიტა, სადაც სამწუხაროდ საქართველო დამარცხდა. თუმცა ეროვნული ნაკრების მეოთხედფინალში გასვლა ისტორიული შედეგია.

ქართული ფეხბურთისადმი ინტერესი ბოლო ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ახლა ქართულ ფეხბურთს დიდი ყურადღებით აკვირდებიან. არიან მოთამაშეები, რომლებზეც ბევრს ლაპარაკობენ, მათ შორის არიან მამარდაშვილი, ლოჩოშვილი, მიქაუტაძე, დავითაშვილი.

დღის ამბები