07 ოქტომბერი 2024,   06:23
ვრცლად
ესპანეთში დაკავებული “კანონიერი ქურდი“ მედიამ საფულეზე ამოტვიფრული ინიციალებით გაშიფრა

ესპანეთის პოლიციამ ფრანგ კოლეგებთან და ევროპოლთან თანამშრომლობით ე.წ. კანონიერი ქურდი და მისი დაჯგუფების 28 წევრი დააკავა. გამოძიებამ დაკავებულთა ვინაობები არ დაასახელა და მხოლოდ ჩხრეკის დროს ამოღებული ნივთმტკიცებულებები გაასაჯაროვა, მათ შორის საფულე წარწერით - Vory Eruky. A.Y.E.

სწორედ ამ ინიციალების შესწავლით დაადგინა მედიამ დაკავებული მაფიის ბოსის ვინაობა. ის სომხური წარმოშობის ე.წ. კანონიერი ქურდი, 36 წლის ერიკ ჯაგანიანია.

მედიის ინფორმაციით, ორგანიზაცია, რომელსაც ჯაგანიანი ხელმძღვანელობდა, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულის გათეთრებას ახდენდა ავტონაწილებისა და ხიზილალის მაღაზიების ქსელის მეშვეობით.

დაკავებულთა სახლების ჩხრეკისას პოლიციამ ამოიღო 16 ძვირადღირებული საათი (39 000 ევროს ღირებულების), რვა მანქანა, ექვსი თოფი და საბრძოლო მასალა, ერთი ტყვიაგაუმტარი ჟილეტი, ორი GPS გამოვლენის მოწყობილობა და ნაღდი ფული (60 000 ევრო).

დღის ამბები