წლის განმავლობაში 80 ადამიანი, თითოეულზე კი 6 000 ლარი - თბილისში რეგისტრირებულ მოქალაქეებს, სექტემბრიდან მერია მენჯ-ბარძაყის ხელოვნური ანალოგით შეცვლის ოპერაციას დაუფინანსებს.
ამ დრომდე ენდოპროთეზირების პროგრამა სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ კონკრეტული ჯგუფისთვის მოქმედებდა და დაფინანსებას ძალიან ვიწრო სეგმენტი იღებდა.
ახალი პროგრამის თანახმად, ხარჯებს დედაქალაქის მერია ვაუჩერული სისტემით განახორციელებს, რაც პაციენტებს საშუალებას მისცემს სამედიცინო დაწესებულება თავად აირჩიონ.
მენჯ-ბარძაყის ხელოვნური ანალოგით შეცვლის პროგრამისთვის მუნიციპალურ ბიუჯეტში ნახევარი მილიონი ლარია გამოყოფილი.