25 აგვისტო 2026,   01:36
ვრცლად
თავდაცვის ძალების რაგბის ნაკრები საფრანგეთში დაგეგმილი რაგბის სამხედრო მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობისთვის ემზადება

თავდაცვის ძალების რაგბის ნაკრები საფრანგეთში დაგეგმილი რაგბის სამხედრო მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობისთვის ემზადება.

მარტყოფის საწვრთნელ ბაზაზე სამხედროებითა და რეზერვისტებით დაკომპლექტებული რაგბის გუნდის ვარჯიშს თავდაცვის მინისტრის მოადგილე და თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, დაესწრნენ.

მათ მორაგბეებს წარმატებული ასპარეზობა უსურვეს. რაგბის სამხედრო მსოფლიო ჩემპიონატი თავდაცვის ძალებს შორის საფრანგეთში 16 აგვისტოს გაიხსნება. გამარჯვებისთვის 12ი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებისგან დაკომპლექტებული გუნდები იასპარეზებენ.

დღის ამბები