07 ოქტომბერი 2024,   00:34
ვრცლად
პარიზში, ეიფელის კოშკში ევაკუაცია გამოცხადდა - გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოშკში ბომბი იყო

პარიზში აფეთქების მუქარის გამო, ეიფელის კოშკიდან ევაკუაცია მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული ტელეარხი BFM-TV ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, აფეთქების მუქარის გამო, ეიფელის კოშკის სამი სართულისა და მიმდებარე სივრცის ევაკუაცია მოხდა.

ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ. კოშკი ვიზიტორებისთვის დახურულია.

ცნობილია, რომ ევაკუაცია დაახლოებით შუადღეს დაიწყო. წყაროს ცნობით, ასეთ სიტუაციაში, ევაკუაცია ჩვეულებრივი პროცედურაა.

ამ მომენტისთვის, უცნობია აფეთქების მუქარის შესახებ ინფორმაცია ვინ გაავრცელა.

დღის ამბები