19 სექტემბერი 2024,   19:29
ვრცლად
ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალის დასკვნითი ღონისძიებები მიმდინარეობს

ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალის დასკვნითი ღონისძიებები მიმდინარეობს.

სტუმრების წინაშე, ნეკა სებისკვერაძე და „თეატრალურის კვარტეტი“, ეთნოჯაზ ჯგუფი „ირიაო“ და ქუთაისის ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი წარდგნენ.

სტუმრებმა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სპექტაკლი „ყველაფერი ნამდვილად იყო“ ნახეს, რომელიც სპეციალურად ამ ფესტივალისთვის შეიქმნა.

ღონისძიებას ქართველი ემიგრანტები და უცხოელი სტუმრები ესწრებოდნენ.

დღის ამბები