07 ოქტომბერი 2024,   00:35
ვრცლად
უკრაინა დამოუკიდებლობის 32 წლისთავს თავისუფლებისთვის ბრძოლაში აღნიშნავს

უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს თავისუფლებისთვის ბრძოლაში აღნიშნავს - მთელი ქვეყნის მასშტაბით საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. სარაკეტო იერიში იყო დონეცკის ოლქზე, დაიღუპა ერთი და დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში 99-ჯერ დაიბომბა ხერსონის რეგიონი. დაშავდა 7 ადამიანი. იერიშები იყო ქალაქ დნიპროს მიმართულებით, დაზიანდა ინფრასტრუქტურა, დაშავდა 7 ადამიანი.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყანა დღეს დამოუკიდებლობის 32 წლისთავს აღნიშნავს და სწორედ ეს არის ის, რისთვისაც უკრაინა იბრძვის.

"დიდი უკრაინის დიდი ხალხი, დღეს აღნიშნავს დიდ დღეს - დამოუკიდებლობის დღეს! თავისუფალი ხალხის დღესასწაული, ძლიერი ადამიანების დღესასწაული, ღირსეული ადამიანების დღესასწაული. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი დამოუკიდებლობის უკრაინის დამოუკიდებლობის 32 წლისთავს. ეს არის ღირებულება თითოეული ჩვენგანისთვის. და ეს არის ის, რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით და ამ ბრძოლაში ყველა მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ბრძოლა იმისთვის, რაც ყველასთვის მნიშვნელოვანია, დამოუკიდებელი უკრაინისთვის.

როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ უკრაინის დამოუკიდებლობას, ყველას შეუძლია იგრძნოს მისი ნაწილი. ყველას შეუძლია ჰკითხოს საკუთარ თავს: სად ხართ უკრაინის დამოუკიდებლობაში? რა დაუმატეთ დამოუკიდებლობას? რა გააკეთეთ დამოუკიდებლობის დასახმარებლად? ბევრმა უკრაინელმა დაკარგა საყვარელი ადამიანები ომის გამო, გმირები, რომლებმაც უკრაინა დაიცვეს. მადლობას ვუხდი და ქედს ვიხრი თითოეულ მათგანს," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის ამბები