20 სექტემბერი 2024,   04:51
ვრცლად
მსოფლიო თასის პირველ შეხვედრამდე რამდენიმე კვირა რჩება - ბორჯღალოსნები ყველაზე მძიმე კვირას გადიან

აგვისტო, მსოფლიო თასის პირველ შეხვედრამდე რამდენიმე კვირა რჩება. მორაგბეები ყველაზე მძიმე კვირას გადიან. ეს არის პერიოდი, როცა სპორტსმენი მაქსიმალურად იხარჯება ვარჯიშის დროს.

ვარჯიშის პროცესში ყველა მწვრთნელი აქტიურად არის ჩართული. სამწვრთნელო გუნდი ყოველდღიურად მუშაობს იმისთვის, რომ ბორჯღალოსნები ფიზიკურად, ტაქტიკურად და ფსიქოლოგიურად მზად იყვნენ მოედანზე გასასვლელად. მთავარი მწვრთნელი თითოეულ მორაგბესთან ინდივიდუალურად გადის ყველა დეტალს.

შეტევა, გაშლა, შერკინება, უკანა ხაზის დაცვა - ბორჯღალოსნების მთავარ ტაქტიკას განსაზღვრავს. ვარჯიშის თითოეული დღე დეტალურადაა გაწერილია.

ვარჯიშის პარალელურად, სპორტსმენები განიხილავენ წინა შეხვედრების შედეგებს და ახალ შეტევით ოპერაციებს ამუშავებენ.

მათ ვისაც რაგბი არასოდეს უთამაშია, ალბათ ვერასოდეს გაიგებს იმ სირთულეს, რომელიც ამ სპორტს თან ახლავს. თუმცა, ეროვნული ნაკრების კაპიტანთან შერკინება, ის ემოციაა, რომელიც არასოდეს გავიწყდება.

მსოფლიო თასი, საფრანგეთში 28 ოქტომბრამდე გაგრძელდება. საქართველოს ნაკრები С ჯგუფშია. ავსტრალიის შემდეგ ბორჯღალოსნების მეტოქეები პორტუგალია ფიჯი და უელსი იქნებიან.

დღის ამბები