25 აგვისტო 2026,   02:16
ვრცლად
"დამრჩა განცდა, რომ მომაყენეს შეურაცხყოფა და ამას შევეცდები, რომ სამართლებრივი პასუხი მოვუძებნო" - გიორგი მელაძე საქალაქო სასამართლოში გამოიკითხა

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საქალაქო სასამართლოში "კანვას საქართველოს" ხელმძღვანელის გამოკითხვა. გიორგი მელაძემ გამოძიების კითხვებს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხა.

გიორგი მელაძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ სერბ ტრენერებთან ერთად ჩატარებული ლექცია დესტაბილიზაციის გეგმასთან კავშირში არ არის.

"მე დამრჩა განცდა, რომ მომაყენეს შეურაცხყოფა და ამას შევეცდები, რომ სამართლებრივი პასუხი მოვუძებნო. მე რასაც ვაკეთებ, ყველაფერს ვაკეთებ საჯაროდ, მე მჯერა ამ ქვეყანაში დემოკრატიული ცვლილებებისა და დემოკრატიული პროცესის. ეს ლექციები არის არაძალადობრივი სტრატეგიული კამპანიების დაგეგმვა - როგორ ხდება, რა არის გასათვალისწინებელი ამ პროცესში და როგორ იყოს ეს ყველაფერი ეფექტური,"- განაცხადა გიორგი მელაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიიჩნევენ, რომ USAID-ის დაფინანსებით და "კანვას საქართველოს“ ორგანიზებით, სერბი ტრენერები ქართველ ახალგაზრდებს ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცლას ასწავლიან. გავრცელდა ფარული ვიდეო ჩანაწერებიც.

დღის ამბები