"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დავით კეზერაშვილთან შესახვედრად კვიპროსში გაემგზავრა. ლევან ხაბეიშვილი "კურიერმა" ექსკლუზიურად, ქუთაისის აეროპორტში ჩაწერა. ხაბეიშვილთან ერთად კვიპროსში წავიდა პარტიის სრული მენეჯმენტი, მათ შორის, პეტრე ცისკარიშვილი, დავით კირკიტაძე და გიორგი ბოტკოველი.
ლევან ხაბეიშვილმა "კურიერს" დაუდასტურა, რომ კვიპროსში თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს შეხვდება. ლევან ხაბეიშვილი არ აკონკრეტებს, რა თემაზე ხვდება კვიპროსში "ნაციონალური მოძრაობის" დამფინანსებელ დავით კეზერაშვილს.
"საქართველოს რუსული ხელისუფლება არ აძლევს შესაძლებლობას, მათ შორის, ადამიანებს, რომლებიც არიან პოლიტიკური დევნილები, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ. არამარტო კეზერაშვილთან შესახვედრად მივდივარ - ძალიან ბევრ პატრიოტ ქართველს შევხვდები,"- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.