საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა მიმდინარეობს. დღეს ბრალდების მოწმეები იკითხებიან. სულ 5 პირის გამოკითხვაა დაგეგმილი. მათ შორის არიან შსს-ს თანამშრომლები და გამომძიებლები.
გამოძიების ინფორმაციით, გრიგორიადისმა 7 მარტის საპროტესტო აქციაზე პოლიციელების მისამართით მოლოტოვის კოქტეილები ისროლა, რა დროსაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მას ასევე ბრალი ედება პოლიციის კუთვნილი მანქანის დაწვაში.
გამოძიება 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.