16 სექტემბერი 2024,   23:13
ვრცლად
გორის მუნიციპალიტეტში, მამამ შვილი მოკლა

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ სობისში, 39 წლის კაცი საკუთარ სახლში მოკლული ნახეს. არსებული ინფორმაციით, მას მამამ, ნაჯახით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

როგორც "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, ეჭვმიტანილი დაკავებულია და ის დანაშაულს აღიარებს. დაკავებულს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები