25 აგვისტო 2026,   08:38
ვრცლად
საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები დღეს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეოთხე შეხვედრას გამართავს

საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები დღეს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეოთხე შეხვედრას გამართავს. ქართველი ფეხბურთელები ბათუმში შვედეთის ნაკრების დამარცხებას შეეცდებიან. მასპინძლები მომავალ დაპირისპირებას ოპტიმალური შემადგენლობით ხვდებიან.

ამ დროისთვის "ც" ჯგუფს 9 ქულით ნიდერლანდების ნაკრები ლიდერობს, მეორე მესამე ადგილებს კი 6-6 ქულით შვედეთისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებები ინაწილებენ.

საქართველო-შვედეთის საფეხბურთო დაპირისპირება ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე 7 საათზე დაიწყება.

დღის ამბები