19 სექტემბერი 2024,   05:02
ვრცლად
გერმანიაში, ქურდობის ბრალდებით, ქართველები დააკავეს

გერმანიაში, ქურდობის ბრალდებით, ქართველები დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 37 და 32 წლის ახალგაზრდებს, ქალაქ როზენ-ჰაიმში, რამდენიმე მაღაზიის გაძარცვა ედებათ ბრალად. გავრცელებული ცნობით, საუბარია, ძირითადად ძვირადღირებულ ალკოჰოლურ სასმელებზე.

როგორ მედია წერს, მამაკაცების აყვანა უშუალოდ ქურდობის მცდელობისას მოხდა. მათთან ერთად, დაკავებულია კიდევ ერთი, 48 წლის უკრაინელი. სასჯელს მათ სასამართლო მოგვიანებით გამოუტანს.

 

დღის ამბები