25 აგვისტო 2026,   06:32
ვრცლად
ბასილაშვილი საქართველოს პირველი ჩოგანი აღარ არის

ნიკოლოზ ბასილაშვილი საქართველოს პირველი ჩოგანი აღარ არის, მისი ადგილი 22 წლის საბა ფურცელაძემ დაიკავა.

არსებული მონაცემებით, ბასილაშვილი, ATP რეიტინგში, 58 ქულით, 590-ე ადგილს იკავებს და, დიდი ალბათობით, მალე ATP რეიტინგში საერთოდ აღარ იქნება.

რაც შეეხება ფურცელაძეს, მას 87 ქულა აქვს და, ოფიციალურად, ის მსოფლიოს 472-ე ჩოგანია, რაც იმას ნიშნავს, რომ, ამ შედეგით, ის საქართველოს პირველი ჩოგანია.

დღის ამბები