25 აგვისტო 2026,   00:36
ვრცლად
თბილისში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ საერთაშორისო კონფერენცია გამართა

თბილისში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ, საერთაშორისო კონფერენცია გამართა. ევროპის ადვოკატთა ასოციაციასთან ერთად გამართული შეხვედრის თემა ბიზნესი და ადამიანის უფლებები იყო.

სხვადასხვა ქვეყნის ადვოკატებმა, ამ მიმართულებით, ერთმანეთს ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს.

აღნიშნულ თემაზე, საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში პირველად ჩატარდა და შეხვედრას ათი ქვეყნის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი ესწრებოდა.

ღონისძიება ადვოკატთა პროფესიული საქმიანობის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.

დღის ამბები