09 ივლისი 2024,   01:58
ვრცლად
"ნაპოლი" მთავარ მწვრთნელს შეცვლის
იტალიური "ნაპოლი" მთავარ მწვრთნელს შეცვლის. ბოლოდროინდელი არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, იტალიური კლუბის ხელმძღვანელობამ რუდი გარსიას გაშვების გადაწყვეტილება მიიღო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ნეაპოლელები, სხვა სპეციალისტის მოსაძებნად, სანაკრებო პაუზით გამოწვეულ უქმეებს გამოიყენებენ.
 
პოსტის დაკავების მთავარ კანდიდატად, "იუვენტუსის" და "ინტერის" ყოფილი მწვრთნელი - ანტონიო კონტე მოიაზრება. ნაპოლი სერია A-ში 12 ტურის შემდეგ 21 ქულით მე-4 ადგილზეა.
 
ბოლო ტურში ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი სახლში, "ემპოლისთან" 0-1 დამარცხდა. მომდევნო ტურში "ნაპოლი" სტუმრად "ატალანტას" დაუპირისპირდება.
დღის ამბები