19 ივნისი 2026,   18:47
ვრცლად
"ვისაც გახლეჩილი, დაპირისპირებული საქართველო ურჩევნია, მავნებელია" - ოპოზიციის ნაწილი თემურ ალასანიას განცხადებას ემიჯნება, „ნაცმოძრაობა" კი მის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს

"დემოკრატიასაც აქვს ცუდი თვისებები, ერთ-ერთი ცუდი თვისებაა, როცა ვამბობთ, რომ აფხაზეთსა და ოსეთს დავიბრუნებთ მშვიდობიანი გზით", - ამის შესახებ ექსპრეზიდენტის სააკაშვილის ბიძამ, თემურ ალასანიამ, შტატებში ემიგრანტებთან შეხვედრის დროს განაცხადა. 

თემას პოლიტიკური შეფასებები მოყვა - თემურ ალასანიას განცხადების სანდოობაში ეჭვი შეაქვს "ნაციონალურ მოძრაობას".

„არ ვიცი, რამდენად სანდოა ეს განცხადება. მე ერთი რამ ვიცი - დემოკრატიაზე უკეთესი რამ კაცობრიობას არ მოუგონია. აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა და ჩვენ ეს ხალხი და ტერიტორიები - ოკუპირებული რუსეთის მიერ, უნდა დავიბრუნოთ მშვიდობიანი გზით და ეს იქნება ძალიან მალე,“ - აცხადებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე.

ოპოზიციის მეორე ნაწილი კი ამ განცხადებას მავნებლურს უწოდებს.

„ეს არის მავნებლობა და აღარ გავაგრძელოთ. არ მაინტერესებს, რას ამბობს [ალასანია]. მავნებლობაა, ვისაც გახლეჩილი, დაპირისპირებული საქართველო ურჩევნია, ის არის მავნებელი, რომელიც ამ ქვეყნის მომავალს მტრობს, ასეთი განცხადებებით, მათ შორის,“ - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”საქართველოსთვის” თავმჯდომარე ბექა ლილუაშვილი.

დღის ამბები