15 ნოემბერი 2024,   22:16
ვრცლად
ომისკენ მოწოდება არის მათი ნარატივი - მამუკა მდინარაძე ალასანიას განცხადებაზე

მიხეილ სააკაშვილის ბიძა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არამშვიდობიანი გზით დაბრუნებაზე საუბრობს. "გაყოფილი, გახლეჩილი, ერთმანეთს დატაკებული საქართველო მირჩევნია, იმიტომ, რომ ეს არის პლურალიზმი და დემოკრატია" - განაცხადა თემურ ალასანიამ ემიგრანტებთან შეხვედრაზე.

მმართველი გუნდის ლიდერები თემურ ალასანიას განცხადებას ეხმაურებიან. ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ომისკენ მოწოდებები მათი ნარატივია. 

„იმიტომ წამოსცდებათ ხოლმე ან იმიტომ აკეთებენ ამას სპეციალურად, რომ ეს არის მათი ნარატივი, ომისკენ მოწოდება არის მათი ნარატივი. ხან უკრაინის ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენლები მოგვიწოდებენ, ხან - ჩვენი თანამემამულეები, ოღონდ, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები. ახლა თემურ ალასანიამ პირდაპირ თქვა ის, რაც, აგერ უკვე წელიწად-ნახევარია უნდათ.

რატომ უნდა ვთქვათ უარი ომით დაბრუნებაზე? იმიტომ, რომ საქართველო ისეთ შეცდომებს, თავისი დებისა და ძმების წინაშე, რაც დაუშვა, აღარასდროს დაუშვებს; იმიტომ, რომ ჩვენ მშვიდობით დავიბრუნებთ ერთმანეთს, მხოლოდ ტერიტორიებს კი არა, ერთმანეთს,“ - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები