09 ივლისი 2024,   03:30
ვრცლად
დიდთოვლობა, ზვავსაშიშრიება, ხილვადობის გაუარესება - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს

23 ნოემბერს დღის მეორე ნახევრიდან, გვიან საღამომდე, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია თოვლის ზვავები, - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

"მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

საქართველოს მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელი დიდთოვლობის, ზვავსაშიშრიების და ხილვადობის გაუარესების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა," - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები