აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის კლიმატის ბანკი მტკიცედ უჭერს მხარს წევრი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს კოლექტიურ ქმედებებს, რომლებიც მიმართულია კლიმატური ცვლილებების შემსუბუქებისა და ადაპტაციისკენ, – ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, მასაცუგუ ასაკავამ განაცხადა.
"არსებული პროგრამის ფარგლებში, 2 ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობდით. ახალი ინიციატივებია საჭირო და ჩვენ მზად ვართ მათ მხარდასაჭერად. რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივა ჩვენს ქარტიაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ეს გახლავთ ჩვენი საქმიანობის მთავარი ამოცანები და მიზნები ყველგან. ჩვენ აქტიურად და დიდი ენთუზიაზმით ვუჭერთ მხარს ეკონომიკურ აქტივობებს," - აღნიშნა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, საქართველოს გადამწყვეტი როლი აქვს შუა დერეფნის განვითარებისთვის.
"ჩვენ მოწოდებულები ვართ, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ საქართველოსთან, როდესაც ეს ქვეყანა აძლიერებს სოციალურ სერვისებს და აფართოებს სატრანსპორტო ქსელებს. ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს გადამწყვეტ როლს შუა დერეფნის განვითარებისთვის," - ამბობს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი.