21 დეკემბერი 2024,   20:48
ვრცლად
ევროკავშირმა გახსნა საქართველოსთვის კარი, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, იმედი მაქვს საქართველო შეძლებს ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას წლის ბოლოს - საფრანგეთის ელჩი

საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის შერაზ გასრის განცხადებით, მას დიდი იმედი აქვს, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრი გახდება. 

"ევროკავშირმა გახსნა საქართველოსთვის კარი, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. იმედი მაქვს, რომ საქართველო, რომელიც მიეკუთვნება ევროპულ ოჯახს, შეძლებს ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას წლის ბოლოს, ეს მალე, მომდევნო კვირას უნდა გახდეს ცნობილი.

მე არ მაქვს ამ საკითხზე მოლოდინები, მე მაქვს დიდი იმედი. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ყველა პოლიტიკური ძალა, სამოქალაქო საზოგადოება იმუშავებს ამ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც ხანგრძლივ დროს და გაერთიანებულ ძალისხმევას მოითხოვს. ვიმედოვნებ, რომ მთავრობა და ოპოზიციური ძალები, სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად გააორმაგებენ ძალისხმევას იმისთვის, რომ იმუშაონ ერთად, კონსტრუქციული და ინკლუზიური გზით, რომ გაიაზრონ საქართველოს მოქალაქეების ევროპული მისწრაფებები," - აცხადებს საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში შერაზ გასრი.

დღის ამბები