28 თებერვალი 2024,   13:44
ვრცლად
იურიდიული პირებისთვის პარტიების დაფინანსების აკრძალვა ვენეციის კომისიის მოთხოვნაა და შესაბამისი პუნქტი აისახა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაში, სასპეკულაციო არაფერია - ირაკლი კობახიძე

იურიდიული პირებისთვის პარტიების დაფინანსების აკრძალვა ვენეციის კომისიის ერთ-ერთი მოთხოვნაა. აქედან გამომდინარე, შესაბამისი პუნქტი აისახა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაში და კანონპროექტი მიიღება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის განცხადებით, ამაში სასპეკულაციო არაფერია.

"ოპოზიცია ცდილობს სპეკულირებას, რაც არაჯანსაღი პროცესია. არის კონკრეტული მოთხოვნა, რომელიც სრულდება, ეს არის და ეს. რა თქმა უნდა, ეს კონკრეტული კანონპროექტი ქვეყანაში ოლიგარქების პრობლემას ვერ გადაჭრის, კეზერაშვილი დარჩება კეზერაშვილად, ხაზარაძე – ხაზარაძედ, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელიც წარმოგვიდგინა ვენეციის კომისიამ და რომელიც უნდა შესრულდეს," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები