ბათუმის, ჭიათურისა და ზუგდიდის შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობა" ამჯერად ხობის ორგანიზაციის წევრებმა დატოვეს. ოპოზიციურ პარტიას 28 წარმომადგენელი გამოეყო, მათგან 10 საკრებულოს წევრია. ისინი პარტიის მოქმედ მენეჯმენტს უპირისპირდებიან. მიზეზად არაფორმალურ მმართველობასა და ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს ასახელებენ.
გუნდიდან წასულ წევრებს "ნაციონალურ მოძრაობაში" უპასუხეს.
"სრული აბსურდი და სიბრმავეა, მიხეილ სააკაშვილის გუნდს რომ დატოვებ და ნიკა მელიას, ან სხვას გაჰყვები. ეს, ჩემი კოლეგების მხრიდან, ძალიან დიდი პოლიტიკური შეცდომაა. გაბრაზებას არ უნდა გადააყოლო პოლიტიკური ერთობა, რომელიც უმნიშვნელოვანესია," - აცხადებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე.