უკრაინის არასწორ პოლიტიკურ სტრატეგიაზე რადას დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო ალაპარაკდა. მისი განცხადებით, რუსეთს მსოფლიოში შეიარაღებით მეორე არმია ჰყავს და თუ უკრაინა, პარტნიორების დახმარებით, არმიის განვითარებას ვერ შეძლებს, რუსეთი მეტ ტერიტორიებს დაიპყრობს. გონჩარენკო ამბობს, რომ უკრაინამ უნდა შეცვალოს მთავარი გზავნილი და ნატოსა და ევროკავშირს წევრობაზე არ უნდა ეხვეწოს.
ალექსეი გონჩარენკოს ეს განცხადება პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში. ოპოზიცია მის განცხადებას სენატში უკრაინის დახმარების დაბლოკვას უკავშირებს.
"გონჩარენკომ თქვა ის, რაც უნდა, ეთქვა, რადგან კონგრესში უკრაინის პაკეტის დახმარებაზე ვერ თანხმდებიან,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფი” წევრი თეონა აქუბარდია.
"ჩვენ ნატო აქეთ უნდა გვეხვეწოს, რადგან თუ დაგვიპყრეს, მაშინ მის წინააღმდეგ ვიქნებით - არ არის მგონი მთლად თანმიმდევრული არგუმენტი,"- ამის შესახებ კი, "გირჩის" ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.