16 ნოემბერი 2024,   00:19
ვრცლად
გონჩარეკნო, როგორც ჩანს, მალე დაუბრუნდება თავის გეორგიევსკის ლენტს, რომელიც არცთუ ისე დიდი ხნის წინ ეკეთა მკერდზე - მამუკა მდინარაძე

ალექსეი გონჩარენკოს განცხადებას მმართველ გუნდში აფასებენ. მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ეს ადამიანი  ძალიან მტრული მესიჯებით გამოდიოდა საქართველოსთან მიმართებით:

"გონჩარეკნო, როგორც ჩანს, მალე დაუბრუნდება თავის გეორგიევსკის ლენტს, რომელიც არცთუ ისე დიდი ხნის წინ ეკეთა მკერდზე. ეს ადამიანი ქართული ნაცური მედიის უსაყვარლესი რესპონდენტი იყო სულ რაღაც თვეების წინ და დღესაც არ უჭირთ მისი მესიჯების გახმოვანება. ეს ადამიანი ძალიან მტრული მესიჯებით გამოდიოდა საქართველოსთან მიმართებით და თურმე მართლები ვყოფილვართ მასთან,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე  მამუკა მდინარაძე.

რატი იონათამიშვილის განცხადებით კი, როგორც დღეს აღმოჩნდა, გონჩარენკო რუსეთისა და უკრაინის ერთიან არმიაზე საუბრობს:

"ეს ადამიანი რადიკალური მედიისთვის იყო ერთ-ერთი მთავარი სპიკერი. დღეს აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი საუბრობს რუსეთისა და უკრაინის ერთიან არმიაზე, რომელიც ნამაშამდე ჩავა. ვფიქრობ, ეს ნარატივი უხერხული და დამაფიქრებელია. მე მაინტერესებს ის ადამიანები, ვინც ჩვენში ადიდებდა გონჩარენკოს და მას განსაკუთრებულად ელაქუცებოდა, დღეს რას ფიქრობენ ამ ადამიანზე და რა კომენტარს გააკეთებდნენ მის ამ განცხადებაზე", - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილე რატი იონათამიშვილმა.

დღის ამბები