05 ივლისი 2024,   22:21
ვრცლად
ღაზის სექტორში ჰუმანიტარული კრიზისი მწვავდება - ჯანმოს ინფორმაციით, ღაზაში საავადმყოფოების მესამედიც აღარ ფუნქციონირებს

ღაზის სექტორში ჰუმანიტარული კრიზისი მწვავდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ღაზაში 36 საავადმყოფოდან მხოლოდ 11 ფუნქციონირებს და ისიც - ნაწილობრივ.

შეტაკება მოხდა ქალაქ რაფაჰში. დაღუპულია 8 ადამიანი. ისრაელის ჯარის რეიდის შედეგად, ჯენინში 7 პალესტინელი დაიღუპა. ბაიდენის განცხადებით, ისრაელი, ღაზის სექტორის "განურჩეველი" დაბომბვის გამო, გლობალურ მხარდაჭერას კარგავს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი კი აცხადებს, რომ ისრაელსა და „ჰამასს" შორის ომი თუ არ შეჩერდება, შესაძლოა, ვითარება უკონტროლო გახდეს, შედეგები კი შტატებზე იმოქმედებს.

დღის ამბები