05 ივლისი 2024,   22:58
ვრცლად
"ისრაელი მხარდაჭერის დაკარგვას იწყებს" - ბაიდენის აზრით, ნეთანიაჰუს მთავრობის შემადგენლობა უნდა შეიცვალოს

"[ღაზის] განურჩეველი, ხელაღებული დაბომბვის გამო, ისრაელი მხარდაჭერის დაკარგვას იწყებს“, - აცხადებს შეერთებული შტატების პრეზიდენტი.

"ისრაელის უსაფრთხოება შეიძლება დაეყრდნოს შეერთებულ შტატებს, მაგრამ ახლა მას უფრო მეტი აქვს, ვიდრე შეერთებული შტატებია. მას ჰყავს ევროკავშირი, მას ჰყავს ევროპა, მას აქვს მსოფლიოს უდიდესი ნაწილი, მაგრამ ისინი იწყებენ მხარდაჭერის დაკარგვას იმ განურჩეველი, ხელაღებული დაბომბვის გამო, რომელიც მიმდინარეობს [ღაზაში]“, - ამბობს ბაიდენი.

მისივე თქმით, უმჯობესი იქნებოდა, ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობას ომისადმი მიდგომა შეეცვალა. ბაიდენის აზრით, არჩეული პოლიტიკის შეცვლა ნეთანიაჰუსთვის რთული იქნება, ვინაიდან „მისი მთავრობა ისრაელის ისტორიაში ყველაზე კონსერვატიულია“. კერძოდ, მისი თქმით, ისრაელის მთავრობის ულტრამემარჯვენე წევრებს, მაგალითად, ეროვნული უსაფრთხოების მინისტრ ითამარ ბენ გვირს ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტა არ სურთ, ამიტომ მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები უნდა მოხდეს.

ისრაელის მთავრობის კრიტიკის პარალელურად, ბაიდენი დასძენს, რომ "ჰამასის" წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობა ეჭვქვეშ არ დგას და ისრაელს ამის "სრული უფლება აქვს".

დღის ამბები