ევროკავშირი, საქართველოს ინტეგრაციის პროცესში, მის ძლიერ მხარდაჭერას გააგრძელებს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
დიპლომატის თქმით, სტატუსი საქართველოს გადაიყვანს ევროკავშირის წევრობის გზის შემდგომ ეტაპზე.
"დღეს, ჩვენ ევროკავშირისა და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებში მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე ვიმყოფებით. ევროკავშირი, საქართველოს ინტეგრაციის პროცესში, მის ძლიერ მხარდაჭერას გააგრძელებს. ჩვენ სულ რაღაც რამდენიმე დღე გვაშორებს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებასთან, საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს გადაიყვანს ევროკავშირის წევრობის გზაზე, შემდგომ ეტაპზე", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.