16 სექტემბერი 2024,   22:55
ვრცლად
ბათუმში მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი ამოქმედდა

ბათუმში მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი ამოქმედდა. 20 ოფიცერი მუშაობას უკვე შეუდგა. მართლწესრიგის ოფიცრებს პირველი სამუშაო დღის დაწყება შინაგან საქმეთა მინისტრმა მიულოცა.

მართლწესრიგის ოფიცერი საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მოდელია. მას ეხება სხვადასხვა საკითხი, მათ შორის - არასრულწლოვნებთან, ოჯახში ძალადობასთან, სამეზობლო დავებთან, უკანონო მიგრაციასთან, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ პრობლემებზე რეაგირება. მის ფუნქცია-მოვალეობებში ასევე შედის: დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ინფორმაციის შეგროვება და პირველადი დამუშავება.

 

დღის ამბები