05 ივლისი 2024,   22:01
ვრცლად
უკრაინაზე გადაწყვეტილების მიღების დროს, შოლცმა ორბანს ოთახის დატოვება შესთავაზა - Politico

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შესთავაზა, უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილების მიღების დროს, ოთახი დაეტოვებინა, - ამის შესახებ Politico, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

მედიასაშუალების ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები კონსენსუსს ვერ აღწევდნენ, რადგან უნგრეთი გადაწყვეტილებას ვეტოს ადებდა. ამიტომ, გერმანიის კანცლერმა ორბანს შესთავაზა, თუ გადაწყვეტილებას მხარს არ დაუჭერდა, ოთახი დაეტოვებინა და დანარჩენი ლიდერებისთვის საშუალება მიეცა, ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიეღოთ.

უკრაინასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება ცუდი გადაწყვეტილებაა, რომლის მიღებაშიც უნგრეთს მონაწილეობა არ მიუღია, - დაწერა სოციალურ ქსელში ვიქტორ ორბანმა უკრაინის საკითხზე გადაწყვეტილების გასაჯაროების შემდეგ.

ევროპულმა საბჭომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის გადაწყვეტილებითვე, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.

 

 

 

დღის ამბები