"ეს არის განწირული პოლიტიკოსის ხმა. "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი სტრატეგიულ შეცდომებს უშვებს და იმ ტოტს ჭრის, რომელზეც ზის,"- ასე შეაფასა "ხალხის ძალის" წევრმა გურამ მაჭარაშვილმა გიორგი ვაშაძის განცხადება NDI-სთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ NDI-ს ბოლო კვლევა არასწორადაა ჩატარებული და რეალობას არ ასახავს.
"ეს არის განწირული პოლიტიკოსის ხმა. "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი სტრატეგიულ შეცდომებს უშვებს და იმ ტოტს ჭრის, რომელზეც ზის. NDI-ს კვლევებით და დაფინანსებით არის თუ საერთოდ სუნთქავს, მათ შორის, ვაშაძის პარტია და, ზოგადად, რადიკალები. აქედან გამომდინარე, მისი ეს მკაცრი შეფასება NDI-ს მიმართ, რომ სისულელეა მათი დასკვნები და უნდა დახიოს და გადააგდოს, NDI-ს ვერაფერს დააკლებს, მაგრამ როცა NDI იტყვის ვაშაძეზე, რომ ეს სულელი რას ლაპარაკობს, დახიეთ და გადააგდეთ ზოგადად ეს პარტიაო, რა დღეში ჩავარდება ვაშაძე, ყველანი ვნახავთ. საკუთარი პატრონიც რომ გეუბნება, რომ შენ გაქვს, პრაქტიკულად, ნულოვანი მხარდაჭერა, ეს ნიშნავს, რომ ქუდი დაიხურო, თუ გაქვს ისიც, და წახვიდე სახლში,"- აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.