16 ნოემბერი 2024,   00:42
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" დიდ დიღომში მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობასა და ქაოტურ განაშენიანებაზე საუბრობს

"ნაციონალური მოძრაობა" დიდ დიღომში მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობასა და ქაოტურ განაშენიანებაზე საუბრობს. თბილისის საკრებულოში, ფრაქციის თავმჯდომარემ, დიდი დიღმის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. უკვე შედგა პეტიცია, რომელიც მერიაში შეიტანეს და რომლის მთავარი მოთხოვნაც, მრავალსართულიანიო კორპუსების ნაცვლად, სკვერის მოწყობაა.

საპასუხო განცხადება გააკეთეს "ქართულ ოცნებაში", სადაც "ნაციონალურ მოძრაობას" წარსული შეახსენეს და თქვეს, რომ ოპოზიციურ პარტიას მსგავს საკითხებზე პროტესტის გამოხატვის მორალური უფლება არ აქვს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა აცხადებს, რომ მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობის უკან კორუფცია დგას.

"ადგილობრივებმა შეაგროვეს ხელმოწერები და მერიაში შეიტანეს, ისინი ითხოვენ, რომ სკვერის ადგილზე არ აშენდეს კორპუსი. კორუფციული ინტერესების გარდა ვერაფერს ამოიკითხავთ ამ მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობაში," - აცხადებს ფარულავა.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილე ავთანდილ ცინცაძე კი აცხადებს, რომ კახა კალაძის მერობის დროს უამრავი სკვერი გაკეთდა.

"ენმ-ს პროტესტი მსგავს საკითხებზე არის სირცვხილი, ყველას გვახსოვს მოედნებზე და სკვერებზე მათი აშენებული უზარმაზარი კორპუსები. კახი კალაძის მერობის პერიოდში ისინი ერთ მსგავს მაგალითსაც კი ვერ მოიყვანენ, პირიქით გამორიცხულია. მათი მხრიდან ამის პროტესტი არის სირცხვილი. დიდ დიღომში უკვე 5 სკვერი გაკეთდა და უამრავს რეაბილიტაცია ჩაუტარდა," - აცხადებს ავთანდილ ცინცაძე.

დღის ამბები