"ნაციონალური მოძრაობაში" შიდა დაპირისპირება გრძელდება. ქუთაისის ორგანიზაციის წევრები ყოფილ თანაგუნდელებს, ამჯერად პოლიტიკურ თაღლითობაში ადანაშაულებენ.
როგორც საკრებულოს დეპუტატები აცხადებენ, მელიას თანაგუნდელებს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" ამ დრომდე არ დაუტოვებიათ და მეტიც, პარტიის მოქმედ დეპუტატებს ფრაქციიდან რიცხავენ.
ოპოზიციონერი დეპუტატის გიგა შუშანიას განცხადებით, მელიას გუნდის წევრები ვერ ახერხებენ ფრაქციისთვის სახელის შეცვლას, რისთვისაც ფრაქციის წევრების გარიცხვა სჭირდებათ. შუშანიას თქმით, ყოფილი თანაგუნდელები კანონს არღვევენ და ამ დრომდე ხელფასებს იმ ფრაქციიდან იღებენ, რომელი პარტიის წევრებიც აღარ არიან.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრები, ყოფილ თანაგუნდელებს, მანდატების დატოვებისკენ მოუწოდებენ.