16 ნოემბერი 2024,   00:18
ვრცლად
პრინციპული და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კერძო საკუთრებები და მიწები არ გასხვისდეს რუსეთის მოქალაქეზე - ირაკლი კუპრაძე

ოპოზიციური პარტია ე.წ. მარშალის გეგმის განახლებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, რუსეთის მოქალაქეებისთვის უნდა დაწესდეს მკაცრი სავიზო რეჟიმი, მათ უნდა შეეზღუდოთ ქვეყანაში მუშაობის უფლება, აიკრძალოს რუსულნომრიანი მანქანების შემოყვანა და ქვეყანა შეუერთდეს ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ასევე გაუქმდეს პირდაპირი ფრენები რუსეთთან.

განცხადება მამუკა ხაზარაძემ ყრილობაზე გააკეთა. "ლელოს" ინიციატივას "ქართულ ოცნებაში" უკვე უწოდეს ფაშისტური.

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ საქართველოს მიწები რუსეთის მოქალაქეებზე არ უნდა გასხვისდეს.

"პრინციპული და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კერძო საკუთრებები და მიწები არ გასხვისდეს რუსეთის მოქალაქეზე. ისინი არანაირად არ ახდენენ კარგ გავლენას ბიუჯეტზე, პირიქით საქართველოს მოქალაქეებს ართმევევენ დასაქმების შანსს. მტრულ სახელმწიფოზე ვსაუბრობთ ჩვენ. ეს წარმოადგენს საფრთხეს საქართელოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ჩვენ აუცილებლად გვჭირდება სავიზო რეჟიმი," - აცხადებს ირაკლი კუპრაძე.

დღის ამბები