08 სექტემბერი 2024,   04:01
ვრცლად
გარდაბანში მზის ყველაზე დიდი სიმძლავრის ელექტროსადგური აშენდება - ხელშეკრულება არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო კომპანიასა და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს შორის გაფორმდა

არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო კომპანია "მასდარსა" და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს შორის ხელშეკრულება გაფორმდა.

დაფუძნდება ერთობლივი კომპანია, რომელიც საქართველოში მზის ყველაზე დიდი სიმძლავრის ელექტროსადგურს ააშენებს.

მშენებლობა გარდაბნის მუნიციპალიტეტში იგეგმება. უწყებაში აცხადებენ, რომ ელექტროსადგური შეამცირებს იმპორტზე დამოკიდებულებას, მოახდენს ელექტროენერგიის მიწოდების ადგილობრივი წყაროების დივერსიფიკაციას, ასევე ხელს შეუწყობს ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულებას. შეიქმნება სამუშაო ადგილები. 

დღის ამბები