"ხალხის ძალა" ნაციონალური მოძრაობის" გასამართლებაზე საუბრობს. მათ განცხადებას მმართველ გუნდში აფასებენ:
"ხალხის ძალის" განცხადებაში მნიშვნელოვანი საკითხის დამატებაა საჭირო. პირველი, პრეზიდენტის ბრძანება 9 აგვისტომდე გამოიცა და არ აღიარებდნენ, რომ რუსეთი იყო ჩართული კონფლიქტში. არ მიმართეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს, მით უმეტეს, არც სასამართლოებს. გარდაუვალი საომარი მოქმედებების მიუხედავად, ამ ზონიდან მშვიდობიანი მოსახლეობა არ გამოიყვანეს და ისინი სიკვდილისთვის გაწირეს. რა თქმა უნდა, ეს განცხადება ამ თემას ეხმიანება, თუმცა ეს მათი შეხედულება, პოზიციაა. რა გაგრძელება მოჰყვება ამ განცხადებას, ამაზე პოზიცია ჯერ არ გვაქვს," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.