02 მაისი 2024,   04:38
ვრცლად
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ახლად რეაბილიტირებული სკვერის გახსნას დაესწრო

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ვაკის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად ახლად რეაბილიტირებული სკვერის გახსნას დაესწრო.

სკვერის აღდგენა-რეაბილიტაცია ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში განხორციელდა.

ტერიტორიაზე განთავსდა ბავშვთა-გასართობი მოედანი, კომბინირებული სტადიონი, ფიტნეს ზონა, ველოპარკინგი და სხვა საპარკო ავეჯი. ასევე, ტერიტორია გამწვანდა - დაირგო სხვადასხვა ჯიშის ბუჩქები და ხეები.

დღის ამბები