27 დეკემბერი 2024,   03:39
ვრცლად
შტატები გმობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მიწების რუსეთისთვის გადაცემის უკანონო მცდელობებს - მეთიუ მილერი

შეერთებული შტატები გმობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მიწების რუსეთისთვის გადაცემის უკანონო მცდელობებს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა განაცხადა.

"რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის მუდმივი ოკუპაცია ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებითა და გაეროს წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებები", - აცხადებს მეთიუ მილერი.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემას ხელი მოაწერა.

დღის ამბები