19 სექტემბერი 2024,   04:18
ვრცლად
თბილისის საქალაქო სასამართლომ, "თიბისი ბანკზე" თავდასხმაში ბრალდებული პატიმრობაში დატოვა

"თიბისი ბანკზე" თავდამსხმელი, თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.  მანამდე კი, საქართველოს პროკურატურამ, "თიბისი ბანკში“ მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.

გამოძიების ინფორმაციით, ის 3 იანვარს, თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე მდებარე ფილიალში, პისტოლეტის მსგავსი საგნის დემონსტრირებით, თავს დაესხა ბანკის თანამშრომლებს და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ფულს ითხოვდა. განგაშის სიგნალის ჩართვის გამო, ბრალდებულმა თანხის დაუფლება ვერ შეძლო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

დღის ამბები