ტელეწამყვან გიორგი ნაზღაიძის მიმართ თავდასხმა სცადეს. რუსთავი2-ის რეალითი შოუ "პრაიმ ჰაუსის" წამყვანს, სავარაუდოდ, ცივი იარაღით, ახალგაზრდების ჯგუფი ორბელიანის ქუჩის მიმდებარედ დაუპირისპირდა.
თავდამსხმელებმა დააზიანეს იმ მოქალაქის ავტომობილიც, რომელმაც ნაზღაიძის დახმარება სცადა. რეაგირების მიზნით, ადგილზე სამართალდამცველები გამოიძახეს. თავად ტელეწამყვანი პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე გადაიყვანეს.