19 სექტემბერი 2024,   04:15
ვრცლად
თბილისში ქმარმა ცოლი მოკლა - 27 წლის ქალი მრავლობითი ჭრილობების შედეგად კლინიკაში გარდაიცვალა

თბილისში ქმარმა ცოლი მოკლა. მოკლული ახალგაზრდა ქალის მეზობლების თქმით, მამაკაცი ალკოჰოლის ხშირი მომხმარებელი იყო და დღევანდელი ტრაგიკული შემთხვევის დროსაც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

კაცმა ცოლს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი თვითდაზიანებებიც მიიყენა, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ცოლ-ქმარი კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა, მამაკაცს კი ოპერაცია ჩაუტარდა.

27 წლის ქალი ჭრილობებით ინგოროყვას კლინიკაში დღეს დილით შეიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო.

შსს "რუსთავი 2"-თან ფაქტს ადასტურებს, უწყების ინფორმაციით, გამოძიება 19-109 მუხლებით მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, მამაკაცს გამოჯანმრთელებისთანავე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანენ. 

დღის ამბები