29 სექტემბერი 2024,   05:27
ვრცლად
დღეს და ხვალ სამების საკათედრო ტაძარში მედიასაშუალებების წარმომადგენელთა დაშვება შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე შეიზღუდება - საპატრიარქოს განცხადება

ხატზე საღებავის შესხმის ფაქტზე საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

როგორ განცხადებაშია აღნიშნული, მომხდარის გამო, დღეს და ხვალ საკათედრო ტაძარში მედიასაშუალებების წარმომადგენელთა დაშვება შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე შეიზღუდება.

"გუშინ სამების საპატრიარქო ტაძარში მომხდარი ვანდალური აქტიდან გამომდინარე, დღეს და ხვალ საკათედრო ტაძარში მედიასაშუალებების წარმომადგენელთა დაშვება შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე შეიზღუდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია შემდგომი გაუგებრობისა და ტაძარში დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად", - აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადებაში.

დღის ამბები