16 ნოემბერი 2024,   02:55
ვრცლად
Madrid Fusión: "საქართველო - ქვეყანა, სადაც სტუმარმასპინძლობა მთავარი კერძია"

"საქართველო - ქვეყანა, სადაც სტუმარმასპინძლობა მთავარი კერძია" - ყველაზე მასშტაბური გასტრონომიული კონგრესი, Madrid Fusión (მადრიდ ფიუჟენი) თავის ფეისბუქ გვერდზე საქართველოზე მორიგ პოსტს აქვეყნებს.

"საქართველო Madrid Fusion-ის სტუმარი ქვეყანაა. ეს არის ტრადიციისა და შემოქმედების შერწყმა" - წერია განცხადებაში.

საქართველო მასშტაბურ გასტროკონგრესზე სტუმრის სტატუსით პირველად წარსდგება. საერთაშორისო კონგრესზე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრებსა და კულინარიის სფეროს წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტურისტულ პროდუქტებს.

სტუმრის სტატუსის ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დამატებით თემატური სცენები დაეთმობა, რომლის ფარგლებშიც მთავარ სცენაზე ქართული კერძების მასტერკლასები და სამი სახის ღვინის დეგუსტაცია გაიმართება.

კონგრესი 29 იანვარს დაიწყება და 31 იანვრის ჩათვლით გაიმართება.

დღის ამბები