16 ნოემბერი 2024,   02:51
ვრცლად
ჯერემი როზნერი ერთ-ერთია იმ წამყვანი კონსულტანტებიდან, ვისთანაც ვთანამშრომლობთ - გრიგოლ გეგელია

"ნაციონალური მოძრაობის" ლობისტი "ლელოს" პიარ-კონსულტანტი ხდება. "ლელოში" ადასტურებენ, რომ ჯერემი როზნერთან და მის ლობისტურ კომპანიასთან აქტიური კომუნიკაცია აქვთ.

”ლელო საქართველოსთვის” საერთაშორისო მდივნის გრიგოლ გეგელიას განცხადებით, ისინი ჯერემი როზნერთან ნამდვილად თანამშრომლობენ და, ამ მეთოდით, ისინი გამარჯვებისკენ მიმავალ გზას ადგებიან.

"ჩვენ ნამდვილად ვთანამშრომლობთ ჯერემი როზნერთან, ის ერთ-ერთია იმ წამყვანი კონსულტანტებიდან ვისთანაც ვთანამშრომლობთ. შედეგად, ჩვენ ძალიან საინტერესო ზრდასა და გამარჯვებისკენ მიმავალ გზას ვაჩვენებთ. ჩვენთვის მთავარი არ არის სახელები და გვარები, არამედ მთავარი რუსეთის მსახური ხელისუფლების, საქართველოს მსახური ხელისუფლებით შეცვლაა და ამ პროცესში ყველა ისეთ პირთან თანამშრომლობაა, ვისაც საუკეთესო, მსოფლიო დონის, წამყვანი გამოცდილება აქვს პოლიტიკური კონსულტირების თვალსაზრისით", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

"ქართული ოცნების" ინფორმაციით, პარტია "ლელოსთვის“ კონსულტანტი "ნაციონალური მოძრაობის" დასავლელი ლობისტების ჯგუფმა გამოყო. მმართველი გუნდისთვის ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ "ლელო" "ნაციონალური მოძრაობის" შემადგენელი ნაწილია და ოპოზიციის საერო მიზანი ქვეყნის იმიჯის შელახვა და ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯებია.

მმართველი გუნდის განცხადებით, სწორედ როზნერის რჩევით ცდილობდა ოპოზიცია გუშინ მსოფლიო ბანკის რეიტინგის გადაფარვას, რომელშიც, საქართველო კორუფციასთან ბრძოლაში ლიდერია.

"როზნერ რისერჩ-ის" აღმასრულებელი დირექტორი დამკვეთებს პოლიტიკური და საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებაში ეხმარება. მის კლიენტებს შორის იყო მიხეილ სააკაშვილიც. სწორედ "როზნერ რისერჩის" კვლევას იყენებდა "ნაციონალური მოძრაობა" 2012 წელს, არჩევნების დროს საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოსახდენად და ამომრჩეველს "ნაციონალური მოძრაობის" უპირატესობასა და გამარჯვებაში არწმუნებდა.

დღის ამბები