19 სექტემბერი 2024,   04:16
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის საქმეს, დღეს, საქალაქო სასამართლო განიხილავს

"ნაციონალური მოძრაობის" დამფუძნებლის, მიხეილ სააკაშვილის საქმეს, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს. საუბარია შვიდი ნოემბრის ეპიზოდზე. იგეგმება მტკიცებულებების გამოკვლევა და მოწმეთა დაკითხვა.

ყოფილი პრეზიდენტის უფლებადამცველის თქმით, პროცესის მიმდინარეობისას გადაწყდება, იქნება თუ არა რაიმე შუამდგომლობა მათი მხრიდან წარმოდგენილი.

დაესწრება თუ არა სხდომას თავად ბრალდებული, ეს უშუალოდ პროცესის დაწყებამდე გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

დღის ამბები