16 ნოემბერი 2024,   02:35
ვრცლად
შს მინისტრმა ნიდერლანდების ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა პოლიციის ატაშეების როლზე და დადებითად შეაფასა ნიდერლანდების მხარის მიერ საქართველოში პოლიციის ატაშეს მოვლენა, რომელიც საქმიანობას 2023 წლიდან შეუდგა.

დღის ამბები