02 აპრილი 2025,   18:36
ვრცლად
დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს 6%-ით უსწრებს - Reuters/Ipsos

Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის შედეგების თანახმად, დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს 6%-ით უსწრებს.

გამოკითხვამ, რომელშიც 1,250-მა ზრდასრულმა ამერიკელმა მიიღო მონაწილეობა, აჩვენა, რომ დონალდ ტრამპს ამომრჩეველთა 40% უჭერს მხარს, ბაიდენს 34%, გამოკითხულთა დარჩენილი ნაწილი კი არ არის დარწმუნებული, დაუჭერს თუ არა მხარს რომელიმე კანდიდატს. გამოკითხვის ცდომილება სამ პროცენტს შეადგენს.

საერთო ჯამში, გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა უკმაყოფილებას გამოთქვამს ორივე კანდიდატის მიმართ.