რა შედეგით დასრულდა ექიმებისა და პრემიერის პირველი შეხვედრა - რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები კმაყოფილები არიან, რომ მათი მთავრობს მეთაურთან პირდაპირ საუბრის საშუალება მიეცათ. როგორც მედიკოსები აცხადებენ, პრემიერთან შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ეს არ იქნება ბოლო შეხვედრა და კონსულტაციები კვლავაც გაგრძელდება.
"შეთანხმებას მივაღწიეთ ხვალინდელ შეხვედრაზე. ხვალ მეორე შეხვედრა გაიმართება. დღეს შეხვედრა იყო პროდუქტიული იმიტომ, რომ ყველა მტკივნეული საკითხი, რაც გვაწუხებდა და რისი თქმაც გვინდოდა, ყველამ დაუფარავად მოვახსენეთ. ძალიან კმაყოფილები ვართ იმიტომ, რომ პრემიერ-მინისტრმა პირველი პირიდან გაიგო ის საწუხარი, რაც რესპუბლიკურ საავადმყოფოს და მის კოლექტივს აწუხებს, რის გამოც 1 თვის განმავლობაში უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობდა კლინიკაში. ყველაზე მთავარი, რაც გადაწყდა არის ის, რომ შეხვედრა ხვალაც გაგრძელდება. შეხვედრა 4 საათზე დაიწყება.
პრემიერმა არგუმენტები ძალიან ყურადღებით მოისმინა, კითხვებიც დაგვისვა.
ჩვენ ვუთხარით, რომ ვიდრე დემონტაჟი გადაწყდება და პროექტი და საქმიანი წინადადება წამოვა, მანამდე შეჩერდეს ბრძანება რესპუბლიკური კლინიკის რეორგანიზაციის შესახებ.
მთავარი შედეგი არის ის, რომ პრემიერს არგუმენტები სრულად წარვუდგინეთ და შემდგომი კონსულტაციების დაანონსება,"- განაცხადა ნინო ოთარიშვილმა
მომდევნო შეხვედრა ხვალ გაიმართება.