27 ივლისი 2024,   04:02
ვრცლად
რესპუბლიკური საავადმყოფო აღარ დაინგრევა, ვიდრე ახალი საავადმყოფო არ აშენდება - პრემიერისა და მედპერსონალს შორის 2-დღიანმა შეხვედრებმა შედეგი გამოიღო

მთავრობასა და მედიკოსებს შორის შეთანხმება შედგა - თითქმის საათნახევრიანი შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების დეტალებზე ისაუბრა და განმარტა, რომ რეორგანიზაციის პროცესი შეჩერებულია. აღარ მოხდება საავადმყოფოს შენობის დემონტაჟი, სანამ ახალი აშენდება, ექიმები მუშაობას ძველ შენობაში გააგრძელებენ.

ექიმების განცხადებით, მთავრობამ მათი არგუმენტები მაქსიმალურად გაითვალისწინა. მედპერსონალი ახალ საავადმყოფოში გადასვლას მას შემდეგ შეძლებს, როცა მშენებლობა დასრულდება, მანამდე კი მუშაობას დაუბრკოლებლად გააგრძელებენ. რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაბრუნების პრობლემა არც მათ შეექმნებათ, ვინც ჯანდაცვის სამინისტროს შემოთავაზებას - კომპენსაციებზე უკვე დათანხმდა.

რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის მდგრადობას საფრთხე არ ემუქრება. არსებობს სპეციალისტების დასკვნაც. არსებობს მხოლოდ ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომელთა მოგვარებასაც მთავრობა უახლოეს ვადებში გეგმავს. პრემიერ-მინისტრი განმარტავს, რომ შენობის დემონტაჟი ახალი კლინიკის მშენებლობის დასრულებამდე არ განიხილება.

მთავრობის ადმინისტრაციაში რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალთან შეხვედრები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. დღევანდელ შეხვედრას, პრემიერ-მინისტრთან და უმრავლესობის ლიდერთან ერთად, ჯანდაცვის მინისტრიც დაესწრო. გადაწყვეტილების მიხედვით, ახალი სამედიცინო დაწესებულება 3 წელიწადში აშენდება.

დღის ამბები